/ Ваше резрешение экрана: px / Ваш Ip адрес: 3.139.107.241

Название сайта!

მთავარი » 2011 » იანვარი » 02

The Santa Clause / სანტა კლაუსი (1994)

02.01.2011
The Santa Clause / სანტა კლაუსი (1994)
დასახელება: სანტა კლაუსი
ჟანრი: კომედია, დრამა, საოჯახო, ფანტასტიკა
პროდიუსერი: ჯონ პასქუინი
წელი: 1994
ენა: რუსული
როლებში: ტიმ ალენი, ჯაჯ რეინჰოლდი, უენდი კრიუსონი, რიკ ლოიდი, დევიდ კრუმჰოლცი, ლარი ბრენდენბურგი, მერი გროსი, პეიჯ ტამადა, პიტერ ბოილი

მოკლე შინაარსი:
საშობაო ღამეს სათამაშოების გამყიდველი სკოტ კელვინი შემთხვევით ჩამოაგდებს თავისი სახურავიდან უცნაურ მოხუცებულს. გაოცებული იქვე აღმოაჩენს ჩრდილოეთის ირმებს. სანამ უცნობი თოვლიდან ცდილობს გამოღწევას, ცნობისმოყვარე სკოტი ჩახტება უნაგირში და ჩრდილოეთ პოლუსზე აღმოჩნდება, სადაც მთავარი ელფი არწმუნებს მას სანტა კლაუსის ადგილი დაიკავოს, რომელიც ამ მომენტში კელვინის სახლთანაა და ვერ ასრულებს თავის მოვალეობებს. ის დათანხმდება, მაგრამ ერთი საქმეა ჩაიცვა სანტას კოსტუმი და ბავშვებს უცეკვო, სულ სხვა კი – იყო ნამდვილი სანტა, როდესაც შენ სინამდვილეში გეზრდება წვერი, ღიპი და თვალწინ გიჭაღარავდება თმა. ასეთი მხიარული შობა მას ჯერ არ ქონია...
All I Want for Christmas / ყველაფერი ის,რაც საშობაოდ მინდა (1991)
დასახელება: ყველაფერი ის,რაც საშობაოდ მინდა
წელი: 1991
ენა: რუსული
ჟანრი: კომედია, მელოდრამა, საოჯახო
რეჟისორი: რობერტ ლიბერმანი
როლებში: ტორა ბირჩი, ლოურენ ბექოლი, ქევინ ნილონი, ენტონ ემბრი, ანდრეა მარტინი, ჯეიმი შერიდანი, ჰარლი ჯეინ კოზაკი

მოკლე შინაარსი:
ორი ბავშვი ნიუ–იორკიდან, იტონი და უმცროსი და ჰელი, სცდილობენ თავისი მშობლების შერიგებას, კატერინას და მაიკლ ო'ფელონს, რომლებიც განქორწინდნენ. პირველი დაბრკოლება მათი მიზნის განხორციელების გზაზე კატერინას საქმროა – ტონი ბოერი. მიუხედავად ყველა სირთულის, თუმცა რაც მართალია სანტა კლაუსის დახმარებით,ბავშვებს ყველაფერი გამოუვათ. შობას ხომ ყველა სანუკვარი ოცნება აუცილებლად სრულდება...
Bad Santa / ცუდი სანტა (2003)
დასახელება: ცუდი სანტა
ჟანრი: კომედია, კრიმინალური, დრამა
პროდიუსერი: ტერი ცვიგოფი
წელი: 2003
ენა: რუსული
როლებში: ბილი ბობ ტორნტონი, ტონი კოქსი, ბრენტ კელი, ბერნი მაკი, ლოურენ გრეჰემი

მოკლე შინაარსი:
ყოველ ახალ წელს სანტა-კლაუსის ფორმაში გამოწყობილი ვილი სტოუკი მსხვილ სავაჭრო ცენტრებს ძარცვავს. ამჯერად მისი გეგმები შეცვალა ბავშვმა, რომელსაც სჯერა, რომ ვილი ნამდვილად სანტა კლაუსია.
How the Grinch Stole Christmas / როგორ მოიპარა გრიჩმა შობა (2000)
დასახელება: როგორ მოიპარა გრიჩმა შობა
ჟანრი: ფანტასტიკა, საბავშვო, კომედია
პროდიუსერი: რონ ჰავარდ
წელი: 2000
ენა: რუსული
როლებში: ჯიმ ქერი, ტეილორ მომსენი, ჯეფრი ტეიმბორი, ბილ ირვინი

მოკლე შინაარსი:
ერთ პატარა ქალაქში ცხობრობდა მწვანე და თმიანი ადამიანი სახელად – გრინჩი, რომელიც არავის უყვარდა. გაბრაზდა გრინჩი და წავიდა მთაზე საცხოვრებლად, იჯდა იქ თავის გამოქვაბულში და მთელ სამყაროზე ბრაზდებოდა. ყველაზე ძალიან გრინჩს არ უყვარდა შობა. იმ დროს, როდესაც მთელი ქალაქის მოსახლეობა მხიარულობდა, გრინჩის ისედაც მუდამ ცუდი გუნება, სულ ფუჭდებოდა. ყოველი შობა მწვანე მარტოხელასთვის საშინელ წამებად იქცა და აი ერთხელაც მთის ბოროტმა მაცხოვრებელმა გადაწყვიტა ბოლო მოეღო ამ დღესასწაულისთვის ერთხელ და სამუდამოდ. სანამ ქალაქის მოსახლეობას ტკბილად ეძინათ წინასაშობაო ღამეს, გრინჩმა გადაწყვიტა მოეტაცა მათთვის მათი დღესასწაული...
Home Alone 4 / მარტო სახლში 4(ქართულად)
დასახელება: მარტო სახლში 4
წელი: 2002
პროდიუსერი: როდ დენიელი
როლებში: მაიკ უეინბერგი, ფრენჩ სტიუარტი, ერიკ ევარი, ბარბარა ბებკოკი, ჯეისონ ბეჰი, კლერ კერი, ჯოანა გოინგი, მისი პაილი, გიდეონ ჯეიკობსი, ჩელსი რუსო

მოკლე შინაარსი:
ნებისმიერი პატარა ონავარი ბიჭი ოცნებობს სახლში მარტო დარჩენას, როდესაც მთელი სახლი შენს განკარგულებაშია! კევინ მაკალისტერს ეს ოცნებები ცხადში უხდება. ამჯერად ის ემზადება შობის შესახვედრად, მშობლების და სტუმრების ლოდინში, უზარმაზარ სახლში, რომელიც სავსეა სხვადასხვა საინტერესო მოწყობილობებით. დღესასწაული შთამბეჭდავი იქნება! განსაკუთრებით ბანდიტებისთვის, რომლებმაც გადაწყვიტეს სახლში შეღწევა. მათ ჯერ ხომ არ იციან საქმე ვისთან ექნებათ...
Deck the Halls/კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ან მეზობლებისთვის შესვლა
დასახელება: კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ან მეზობლებისთვის შესვლა აკრძალული
ჟანრი: კომედია, სათავგადასავლო
პროდიუსერი: ჯონ უატსელი
წელი: 2006
ენა: რუსული
როლებში: დენი დე ვიტო, მეთიუ ბროდერიკი, კრისტიან დევისი, კრისტინ ჩენოუეტი, ალია შოკატი, დილან ბლუ

მოკლე შინაარსი:
პატარა სამხრეთამერიკულ ქალაქში შობის წინ საომარი მდგომარეობა ცხადდება. ერთ-ერთი მაცხოვრებელი გადაწყვეტს, თავისი სახლი ილუმინაციებით მორთოს, რომლის დანახვა კოსმოსიდანაც კი იქნება შესაძლებელი. ეს მეზობლების უკმაყოფილების მიზეზი ხდება.
საიტის მენიუ
ჩვენი გამოკითხვა
kjhgvhgvkhg
სულ პასუხი: 3
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
С ucozshablony.ru можно скачать шаблоны для UCOZ с рабочим конструктором.
В том случае, если вам необходимо скачать шаблоны UCOZ бесплатно , то на truetemplates.ru вы найдете большой выбор дизайнов для юкоз под любую тематику.
Если подходящий дизайн для укоза не нашелся, то на promowebber.ru вы легко найдете рабочие шаблоны для UCOZ и быстро скачаете их без регистрации.
Если функционал UCOZ вам не подходит, то скачивайте бесплатные шаблоны joomla 2.5 и делайте сайты любой сложности.
Поклонникам ДЛЕ рекомендую - шаблоны ДЛЕ с сайта shablonidle.ru.
Но если вы блогггер или неопытный вебмастер, то можно скачать шаблоны wordpress бесплатно ,которые являются рабочими на 100 процентов.